22:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 12:02:32, 1021 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია, ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. 

"მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ელოდებიან ჩემ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები.

ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის დროს, მივაწოდე მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან კონსილიუმს ექნებოდა ყველანაირი ხელშეწყობა.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება",- წერს იოსელიანი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 მარტს მოინახულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics