|
2023-03-28 10:55:10, 1410 ნახვა
მსოფლიო
კანადა ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
კანადა ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი. სანქცირებულთა სიაში მოხვდა 8 ფიზიკური პირი და 2 სუბიექტი, მათ შორის არიან ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და სამართალდამცავი ძალების მაღალი თანამდებობის პირები. მათ სანქციები ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის გამო დაუწესდათ. ასევე დასანქცირდნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ირანში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში არიან ჩართული. "დღევანდელი ზომები, რომლებიც კრძალავს ფიზიკურ პირებთან და ერთეულებთან ურთიერთობას, ფაქტობრივად, გაყინავს ყველა აქტივს, რომელსაც ისინი კანადაში ფლობენ. კანადა გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა უპასუხოს ირანის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევას, პროპაგანდასა და ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას", - ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)