|
2023-03-28 09:14:22, 889 ნახვა
პოლიტიკა
საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარე - ბრეივიკთან სააკაშვილის შედარება აბსურდი და უადგილოა
ბრეივიკთან სააკაშვილის შედარება აბსურდი და უადგილოა, - ასე ეხმაურება შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ჯანე ჰალანდი მატლარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილის ანდერს ბრეივიკთან შედარებას. საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არ უკვირს "მკვეთრი რეაქციები", რადგან საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია. "არ მიკვირს, რომ დაჯილდოების ცერემონიას ასეთი მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია, თუმცა ბრეივიკთან სააკაშვილის შედარება აბსურდი და უადგილოა. ბრეივიკი ტერორისტი და მასობრივი მკვლელია და ეს შედარება უგუნურებაა. ნორვეგია ყოველთვის ადამიანის უფლებების დამცველია. შესაბამისი სამედიცინო დახმარების უფლება კი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვისაც უნივერსალური უფლებაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ნორვეგიის ხელისუფლებაც ეთახმება", - აცხადებს ჯანე ჰალანდი მატლარი. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო". ღარიბაშვილის ეს განცხადება უკვე შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)