13:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 22:24:01, 1311 ნახვა

მსოფლიო
სროლა ამერიკულ სკოლაში: ექვსი დაიღუპა, თავდამსხმელი მოკლეს

სულ მცირე სამი ბავშვი და სამი ზრდასრული დაიღუპა ორშაბათს აშშ-ს ტენესის შტატის ქრისტიანულ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, განაცხადა შტატის ხელისუფლებამ.

თავდამსხმელი (წინასწარი მონაცემებით, გოგონა იყო) პოლიციამ ესროლა.

პოლიციის ცნობით, შემთხვევა ნეშვილში, ბარტონ ჰილზის ბულვარში მდებარე სკოლაში მოხდა. გამოძახებაზე მისული პოლიცია სროლაში შევიდა, რის შედეგადაც მსროლელი მოკლეს.

პრესკონფერენციაზე პოლიციის სპიკერმა დონ აარონმა განაცხადა, რომ სროლის შედეგად დაღუპულთა შორის სამი ბავშვი და სკოლის სამი თანამშრომელია. დაშავდა ერთი პოლიციელი.

თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ორი ავტომატური თოფით, ასევე დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს პისტოლეტი.

მანამდე NBC იტყობინება, რომ სამი ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში მისვლამდე სამივე გარდაცვლილი იყო.

თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი უცნობია, ასევე უცნობია დაღუპულთა ვინაობა და ასაკი.

ნეშვილის სკოლა, სადაც ინციდენტი მოხდა, არის კერძო ქრისტიანული სკოლა მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და იქ ბავშვები სწავლობენ დაახლოებით 11-12 წლამდე. სკოლის ვებგვერდის მიხედვით, მას 200-მდე მოსწავლე ჰყავს.

Education Week-ის მიხედვით, მხოლოდ წელს შეერთებულ შტატებში სკოლაში სროლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა სიკვდილი ან დაშავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics