|
2023-03-27 17:51:15, 665 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს
სექსუალურად შემვიწროებელი პირის ორგანიზებით, მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს,- ასე ეხმაურება პარტია "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" თათია სამხარაძისა და იმ ქალების გარშემო შექმნილ ვითარებას, რომლებმაც POSTV-ის აღმასრულებელი დირექტორი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. პარტიის განცხადებით, დევნაში მთელი სამთავრობო მედია, პოლიცია და ტროლ-ბოტების რესურსია ჩართული. ამასთან, ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, ძალადობის მსხვერპლი ქალის მისამართით მსგავსი მასშტაბით ორგანიზებული დევნის გაბედვა, კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ არის საქართველოში დაცული რიგითი მოქალაქის უფლებები. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს. ამავე ხელისუფლების საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თათია სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტის ყოვლად ამორალური და კანონგარეშე ქმედებების მსხვერპლია. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. სექსუალურად შემვიწროებელი პირის ორგანიზებით და ამ პირის ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლებო გავლენების გამოყენებით, შურისძიებისა და ძალადობის სხვა ფაქტების გადაფარვის მიზნით, შევიწროების მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. დევნაში მთელი სამთავრობო მედია, პოლიცია და ტროლ-ბოტების რესურსია ჩართული. ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი, ძალადობის მსხვერპლი ქალის მისამართით მსგავსი მასშტაბით ორგანიზებული სახელისუფლებო დევნის გაბედვა, კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ არის საქართველოში დაცული რიგითი მოქალაქის უფლებები. ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად რუსული სტილის რეპრესიებს იყენებს და სახლში შეუვარდება ყველას - ყოველგვარი მიზეზების გარეშე! საქართველოში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების საელჩოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და ყველას, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის უფლებების მსგავსი ცინიზმით და თავხედობით ფეხქვეშ გათელვას მოვუწოდებთ, შესაბამისი სიმძაფრით აღვიქვათ პრობლემის არსი და გვქონდეს პროპორციული რეაქცია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორგანიზებული სახელისუფლებო ძალადობის გასანეიტრალებლად ძალისხმევას არ დაიშურებს!",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)