01:36 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 12:06:39, 602 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს,-აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" უზრუნველყოფს

"ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი კანონმდებლობის ვებგვერდზე განთავსებასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. საკანონმდებლო მაცნეს ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი.

სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრი" ეთნიკურ უმცირესობებს ქართული სამართლის სასწავლო კურსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას ქართულ ენასთან ერთად უფასოდ შეისწავლის.

მარნეულის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, საკანონდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია უძღვებოდნენ. მათ მოსახლეობისგან სხვა საჭიროებების თაობაზეც მიიღეს ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა პროექტებსა და სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics