01:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 18:50:14, 771 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრისას გერმანელი დიპლომატი ისმენდა ახალგაზრდების პოზიციას თუ როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივებს, ასევე საუბარი შეეხო იმ დაბრკოლებებს, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ევროკავშირს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უდნა იყოს ევროკავშირის წევრი, რაც მამოტივირებალი და ძალის მომცემია.

"მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ისინი ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ ყველა შესაძლო ფორმით და ფუსტრირება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ხშირად, შეიძლება ეს იყოს იმედგაცრუება, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ხელი ჩავიქნიოთ, იმიტომ, რომ ისინი ასე არ გვიყურებენ. მათ აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი", -  ამბობს ივა ლომიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

სტუდენტებისა და გერმანელი დიპლომატის შეხვედრაზე ყველა მსურველი ვერ მოხვდა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლაზარე ორდენიძე განმარტავს, ის სტუდენტები, რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და ჰქონდათ კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ვერცერთ ვერ ესწრება შეხვედრას, რაც ალბათ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხმის ჩახშობას, ვინაიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვერ გაიგოს თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics