01:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 14:49:57, 638 ნახვა

საზოგადოება
„თიბისისთან“ პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე 3 მზის ელექტროსადგური გამართა

კომპანია „გროსვატმა“ „თიბისის“ მხარდაჭერით მზის პანელებზე მომუშავე  ელექტროსადგურები გამართა და კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის სადგურის იჯარით გაცემა დაიწყო. მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორი, ირაკლი ნიორაძე გვესაუბრება:

„ვიდრე საკუთარი მზის ელექტროსადგურების აგებას დავიწყებდით, „გროსვატის“ საქმიანობა კომპანიებისთვის მზის პანელების დამონტაჟება იყო. მწვანე ენერგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ, ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, თავად აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური, რომლითაც საკუთარი საწარმოსთვის გამოვიმუშავებდით ენერგიას.

მხარდაჭერისთვის მივმართეთ „თიბისის“, რომლის დახმარებითაც, 2019 წელს,  საკუთარი საწარმოს სახურავზე პირველი, სატესტო ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. ეს იყო 25 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც ყოველწლიურად 35000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ  აგვეშენებინა სხვა, უფრო მასიური სადგურიც, რომლელსაც იჯარით შევთავაზებდით  დიდ თუ მცირე კომპანიებს და ასევე ფიზიკურ პირებს.

2021 წელს, სოფელ უჯარმაში შევიძინეთ მიწა, რომელზეც გავმართეთ უკვე 300 კვტ-იანი, ანუ პირველთან შედარებით 12-ჯერ დიდი სადგური, პარალელურად კი მოვიზიდეთ კომპანიები, რომლებიც დაინტერესდნენ ერთი მხრივ, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი ენერგიით, მეორე მხრივ კი, წარმოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის გამოყენებით.

ეკოლოგიურმა მიმართულებამ და 8%-იანმა დანაზოგმა ჩვენი მოდელი - შეღავათიანი ენერგიის მიწოდება - პოპულარული და მოთხოვნადი გახადა, ამიტომ  2023 წელს უკვე მესამე ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. „თიბისის“ დახმარებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ.

კომპანებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენგან მზის ელექტროსადგურს იჯარით იღებენ, 2 მთავარი ბენეფიტი აქვთ:

1. მიიღონ რეალური შეღავათი ელქტროენერგიაზე, 8%-იანი დანაზოგით და

2. აქციონ საკუთარი ბიზნესი ეკობიზნესად, რითაც, ერთი მხრივ, გარემოს დაიცავენ, მეორე მხრივ კი საკუთარ კომპანიას გააპიარებენ“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics