23:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 12:22:53, 575 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი თანხვედრაშია „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის" მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, ე.წ უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა.

„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს - ქალბატონმა აქუბარდიამ სწორედ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ.  ასევე, მინდა შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც, ძვირფასო დეპუტატებო, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, „მეხუთე კოლონის" მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან, მათ ქმედებასთან. ქალბატონმა თეონამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ.  რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას, მე პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, ჩვენს დეპუტატებს და შემდეგ კითხვები დაგისვათ თქვენ, თუ თქვენ სად დგახართ აი ასეთ ვითარებაში, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics