23:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 12:12:32, 670 ნახვა

პოლიტიკა
ბერბოკი - გვინდა, საქართველო ევროკავშირში ვნახოთ

მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერბოკის თქმით, მთავარი გზავნილი, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა, გერმანიის მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერაა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

„გერმანიაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ რა ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი. სამოქალაქო საზოგადოება ეს არის შანსი, ეს არის რწმენა ევროპული ღირებულებებისა. საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა არამხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც და საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ევროკავშირში. გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“,- განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, საქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics