|
2023-03-23 17:05:39, 772 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა
„საქართველოს ბანკი“ სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში ღონისძიების სპიკერები 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც კარიერის განმავლობაში საკუთარი მარცხის ისტორიები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს. ესენი არიან: Kings International-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი ვეკუა; Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი და Kovzy-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ცინცაძე. ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, გიორგი ბურდული უძღვებოდა. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში. მსგავსი სახის ინიციატივები მარცხის მიუხედავად ადამიანებს აძლევს მეტ მოტივაციას, არ დანებდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ საკუთარ მიზანს - აკეთონ ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. რაც შეეხება სპიკერებს - ისინი 500 Georgia-ს მონაწილეები არიან, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს, სანამ საკუთარი სტარტაპი ისეთ წარმატებულ ბიზნესად არ აქციეს, როგორიც დღესაა. შესაბამისად, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმატებული ადამიანების წარუმატებელი ისტორიები მოესმინათ და გაეგოთ თუ როგორ არ უნდა დანებდნენ წარმატების გზაზე“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“. ინფორმაციისთვის, „მარცხის ისტორიები™“ არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ცნობისთვის, Kings International-ი არის პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში. პლატფორმა ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ პანდემიის პერიოდში შექმნეს და სწორედ ამ იდეით ისინი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები გახდნენ. ალექსანდრე ცინცაძე და სანდრო დარსაველიძეც 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები არიან, რომლებმაც პლატფორმა KovZy შექმნეს. აღნიშნული პლატფორმა ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს რესტორნებისთვის და მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მიაწოდონ შეკვეთები. KovZy-მ ოპერირება 2021 წელს დაიწყო და ის ორი უმნიშვნელოვანესი მოდულისგან შედგება: ონლაინ გაყიდვები და QR menu. რაც შეეხება Phubber-ს - ეს არის პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი და აქსესუარები. შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორეული ნივთების აღმოჩენა. სტარტაპი 2019 წელს გიორგი ლოსაბერიძემ და ანანო დოლაბერიძემ დაარსდა და Phubber-მაც 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500 Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)