|
2023-03-23 14:27:22, 3030 ნახვა
საზოგადოება
მიიღე ექიმის ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია REDMED-ით
ყოველთვის როდესაც გეგმები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გვეცვლება, ვაწყდებით სირთულეებს, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დაგეგმვას ეხება. ამ პრობლემის მოგვარების გზა REDMED-მა გამონახა და შექმნა პირველი დისტანციური სამედიცინო სერვისების პლატფორმა, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ დროს სასურველ ექიმს. REDMED-ი არის სამედიცინო სერვისების უნივერსალური პლატფორმა, რომლის მთავარ უპირატესობასაც თქვენთვის საჭირო სერვისების სახლიდან გაუსვლელად მიღება წარმოადგენს. მისი მრავალი სერვისიდან გამორჩეული ექიმთან კონსულტაციის დისტანციურ რეჟიმში განხორციელებაა. ის თავიდან გარიდებთ ქოლ-ცენტრით სარგებლობისას მოლოდინის რეჟიმში ყოფნას და გეხმარებათ დროის დაზოგვაში. გარდა ონლაინ კონსულტაციისა REDMED-ის საშუალებით შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა: ● ექიმის, ლაბორატორიის ან აფთიაქის გამოძახება სახლში; ● დამოუკიდებლად კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა; ● საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ონლაინ კონსულტაციით სარგებლობა; ● COVID – 19 კლინიკის მომსახურებით სარგებლობა. იმისათვის რომ ისარგებლოთ REDMED-ის დისტანციური კონსულტაციის ან სხვა სერვისებით, აუცილებელია გაიაროთ მარტივი ვერიფიკაცია, რის შემდეგაც მოიძიებთ სასურველ კლინიკას, ექიმს და აირჩევთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გეძლევათ 7 დღის მანძლზე დაამყაროთ ექიმთან კონტაქტი აპლიკაციის დახმარებით. REDMED-ის ერთ-ერთ უპირატესობას მისი მოსახერხებელი აპლიკაციისა თუ საიტის ფორმატი წარმოადგენს, რომელიც გეხმარებათ უმოკლეს დროში განახორციელოთ პროცედურები, ხოლო მუდმივი შეთავაზებები სხვადასხვა კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში თანხის დაზოგვაში გვეხმარებათ. თუკი ვიდეო ან აუდიო კონსულტაციისას აღმოჩნდა, რომ თქვენთვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ესეც არ წარმოადგენს პრობლემას. REDMED - ის პლატფორმის დახმარებით პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ამ პროცესს უფრო კომფორტულს ხდის ლაბორატორიის სასურველ დროს გამოძახება სახლში. სააფთიაქო პროდუქტების სახლში გამოძახება კი იდეალური გამოსავალია მაშინ, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ ან უბრალოდ დროის დაზოგვა გსურთ. იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ დაზღვევით, ექიმთან კონსულტაციის თანმდევ დისკომფორტს სადაზღვეო დოკუმენტაციების მენეჯმენტი წარმოადგენს. REMDED-მა ამ პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნა და ვიზიტის შემდგომ ელექტრონულად ყველა საჭირო დოკუმენტაციას გაწვდით. გამოიყენეთ თანამედროვეობის უპირატესობები და ისარგებლეთ ონლაინ კონსულტაციის ფუნქიით REDMED-ის დახმარებით.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)