|
2023-03-23 11:43:49, 942 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდი მათ ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდა
ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „მილიუსი“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულების მიმდებარე წყლებში უკანონოდ შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სამხედროები ამბობენ, ხომალდი ჩინეთის ტერიტორიული წყლებიდან უკვე გააძევეს. "საომარ მოქმედებათა თეატრის ძალები ყოველთვის შეინარჩუნებენ მზადყოფნას და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის მტკიცედ დასაცავად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში", - განაცხადა ჩინეთის სამხრეთ თეატრის სარდლობის სპიკერმა, ტიან ჯუნლიმ. აღსანიშნავია, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ხომალდის გაძევების შესახებ ჩინეთის განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ გამანადგურებელი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში "რუტინულ ოპერაციებს" ახორციელებს. „აშშ გააგრძელებს ფრენას, ცურვას და ოპერირებას იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი იძლევა საშუალებას“, - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის განცხადებაში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ტაივანის გამო გასული წლის აგვისტოში კიდევ უფრო დაიძაბა. დაძაბულობამ პიკს ტაივანში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის დროს მიაღწია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)