16:44 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 10:31:28, 946 ნახვა

მსოფლიო
აშშ ირანული სამხედრო შესყიდვების ქსელს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანულ ფირმებსა და პირებს, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან დრონების დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობის შესყიდვაში, ახალ სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) კოორდინირებული მუშობის შემდეგ, უკვე დაასახელა 4 სუბიექტი და 3 ფიზიკური პირი ირანსა და თურქეთში, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.

შავ სიაში მოხვედრილთა შორისაა: ირანში დაფუძნებული თავდაცვის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კვლევის ცენტრი (DTSRC), მისი შესყიდვების ფირმა Farazan Industrial Engineering და კიდევ ორი სხვა ფირმა კომპანიების შემსყიდველ აგენტებთან ერთად.

"ირანის მიერ დრონებისა და ჩვეულებრივი იარაღის კარგად დოკუმენტირებული გავრცელება მისი მარიონეტებისთვის გრძელდება. ეს ძირს უთხრის როგორც რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ სტაბილურობას. აშშ გააგრძელებს უცხოური შესყიდვების ქსელების გამოვლენას ნებისმიერ იურისდიქციაში, რომელიც მხარს უჭერს ირანის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს",- ამბობს ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილე ბრაიან ნელსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics