|
2023-03-21 20:57:30, 1046 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინმა პუტინთან ხელი მოაწერა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმაზე 2030 წლამდე
რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადებას რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფეროების განვითარების გეგმაზე 2030 წლამდე. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის დროს ხელი მოეწერა მთელ რიგ სამთავრობათაშორისო, უწყებათაშორის და კორპორატიულ დოკუმენტებს სხვადასხვა სფეროში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს კონტაქტებს რუსეთის პრეზიდენტთან ყველა ფორმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დინამიური, გრძელვადიანი განვითარების სასარგებლოდ. ამის შესახებ სი ძინპინმა მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, სი ძინპინმა მოლაპარაკების დასასრულს განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირები გასცდა ორმხრივ ურთიერთობებს და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო წესრიგს. მან ასევე აცნობა, რომ მოლაპარაკებების დროს გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის გეგმა ყველა სფეროში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)