17:56 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 17:02:56, 1218 ნახვა

სამართალი
„ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

"TV პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე  თავდამსხმელი, ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე, რომელსაც 18 მარტს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"სამართალმა იზეიმა, მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ გათავისუფლების შემდეგ.

შეგახსენებთ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, ადამიანთან, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ ევროპავშირის დროშა ჩამოხსნა, ჟურნალისტის დანახვისთანავე მან ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, რომლითაც იგი ვიდეოს იღებდა და ამასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტიკურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics