00:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 11:16:34, 895 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ან გვინდა გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკას და ტენდენციებს

ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება და ამის შემდეგ გაკეთდება შეფასებები.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. ფარას ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics