00:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 17:56:25, 919 ნახვა

პოლიტიკა
კარიმ ხანი - მე უკრაინელი და რუსი ხალხის მეგობარი ვარ, ვეწინააღმდეგები მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულებს

მე როგორც უკრაინელი ხალხის მეგობარი, ასევე რუსი ხალხის მეგობარიც ვარ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არ მოხდება კანონზე დამორჩილება და არ გაიწერება უკეთესად სამოქმედო გეგმა, შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ხელიდან გაშვებული შანსი.

"თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაცობრიობის მეგობრები და ის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics