|
2023-03-20 17:28:19, 990 ნახვა
პოლიტიკა
ჩალაძე პოლონელი ექიმების დაშვებაზე - რაც ბრეგაძემ გააჟღერა, „მოკლეფეხებიანი ტყუილია“
რაც რატი ბრეგაძემ გააჟღერა, არის ტყუილი - "მოკლეფეხებიანი ტყუილი", - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უწყებაში ექსპრეზიდენტის ან მისი ოჯახის მხრიდან, მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის მოთხოვნით, განცხადება არ შესულა. ჩალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რატი ბრეგაძეს მოუწოდა, შეასრულოს პირობა, რომელიც მესამე პრეზიდენტთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის დაშვებას შეეხება. "მინდა რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო. დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი - "მოკლეფეხებიანი ტყუილი". ბ-ნო რატი, მინდა გაგაფრთხილოთ და მოგმართოთ თხოვნით, რომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხის ზუსტად ასეთ გამოხმაურებას ჰპოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ დადებული პირობის აღსრულება, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო და შემდეგ თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომ დაუშვებდით პრეზიდენტ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც არის პოლონეთის მხარე... მოგიწოდებთ, საქმით დავკავდეთ და არ დავიწყოთ ფურცლებით ხმალაობა", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ "არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები".
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)