16:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 15:51:29, 1437 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული

მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის, ვინაიდან ისინი უნდა მიხვნდნე, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ.

"მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს ყველამ კარგად ვიცით - რუსულ სასამართლოებშიც არანაირი იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს ორდერი მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებს, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, ვალდებულება აქვთ პუტინი დააკავონ თუ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შევა.

ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული. ეს ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის - ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ წავლენ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე გაანულა", - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics