|
2023-03-17 13:20:59, 1628 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან
თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა . ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და ამ კუთხით არსებული დინამიკის კიდევ უფრო ზრდა-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2022 წელი - 400 მილიონ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ვფიქრობ, 2023 წელი ბევრად უფრო ინტენსიური იქნება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრობლობა. რაც შეეხება საინვესტიციო მიმართულებით არსებულ სურათს - 2003 წლიდან დღემდე საქართველოში მილიარდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ ინვესტიციას ვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. იმედი მაქვს, რომ საამიროებიდან ინვესტიციებს მივიღებთ უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, წარმოების განვითარების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ფორუმზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორი წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობს, მის მუშაობაში ასევე აქტიურადაა ჩართული ქართული ბიზნესი - სასტუმრო „ბილტმორში" ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის გარდა, მათ პირისპირ შეხვედრების და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება აქვთ. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორის ინტერესს საქართველოში რამდენიმე მიმართულება წარმოადგენს - აგროსექტორი, ლოგისტიკა, რითეილი და სხვ. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელს უწყობს სტრატეგიული შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის კუთხით. „უკვე დადასტურებულია მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)