|
2023-03-17 07:57:30, 1451 ნახვა
მსოფლიო
საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საფრანგეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა
საფრანგეთის მთავრობამ მიეღო რეზონანსული კანონი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ, პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე. ღამით პარიზში, კონკორდის მოედანზე არეულობა დაიწყო. კანონის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. პარიზში და მის შემოგარენში, კონკორდის მოედანზე, მომიტინგეებმა დაწვეს დაგროვილი ნაგავი და ქვები ესროლეს პოლიციელებს. პოლიციამ უპასუხა წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის ყუმბარებით. როგორც BBC-ის კორესპონდენტებმა განაცხადეს საღამოს პარიზში, პოლიციის დახურულმა რიგებმა, ფარებითა და ხელკეტებით, დემონსტრანტების უმეტესობა გააძევა მოედნიდან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კვლავ ადგილზე დარჩა. ეს კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებში, მან გამოიწვია მასიური პროტესტი და გაფიცვები მთელ ქვეყანაში. მაგრამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ეს არის კრიტიკული რეფორმა, რომლის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკას სამწუხარო მომავალი ექნება მოსახლეობის დაბერების და საპენსიო ფონდების მზარდი დეფიციტის გამო.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)