|
2023-03-16 23:58:16, 905 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - ერთი იყო ამერიკული, მეორე სუფთა ქართული
"უცხოური აგენტების კანონპროექტს", რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი, ეს იყო მიზანმიმართული PR-კამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას თავისი იარლიყიც კი მიაკრეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, წარმოდგენილი იყო ორი კანონპროექტი, ერთი მათგანი ზუსტი ანალოგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების კანონპროექტიდა, ხოლო მეორე უფრო შერბულებული ქართული ვარიანტი, ვინაიდან ამერიკაში მოქმედი კანონპროექტი მეტად ხისტია. "აღნიშნულ კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ეს იყო მიზანმიმართული PR-კამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას თავისი იარლიყიც კი მიაკრეს, თითქოს ეს იყო რუსული კანონი და სინამდვილეში მას რუსულთან არანარი კავშირი არ ჰქონდა... ორი კანონპროექტი იყო წარმოდგენილი, ერთი იყო ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მეორე იყო სუფთა ქართული, უფრო შერბილებული, იმიტომ რომ ამერიკაში მოქმედი კანონპროექტი არის გარკვეულწილად ხისტი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი მხრიდან, აღნიშნული კანონპროექტი, რა თქმა უნდა, იყო გაცილებით რბილი და ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - გამჭვირვალობას. რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, საიდან ფინანსდება", - განაცხადა კალაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)