02:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 17:40:25, 753 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმეს ჭკუა მოეკითხება, მერაბიშვილს პირზე „სკოჩი“ მიაკრან

თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო დარეტიანებულია და ამ სიტუაციიდან გამოსვლაში მას ვანო მერაბიშვილი ეხმარება, ვინაიდან ის საზოგადოებას აფიქრებს საკითხზე, რომ თუ "ქართული ოცნება", დატოვებს ხელისუფლებას შესაძლოა უარესმა ძალამ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში.

„ძალიან დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, რადგან მას აქვს ერთადერთი მისია, ყველას გაგვახსენოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან კი გასაშვებია, მაგრამ, ვაიმე, დავფიქრდეთ, ეს უარესი ხალხი შეიძლება დაბრუნდეს. ამას აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, განაცხადა, რომ ის აპირებს დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც, მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური მთავრობის დანიშვნა იქნება.

ამასთან ერთად, მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი კი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics