|
2023-03-16 13:19:40, 915 ნახვა
პოლიტიკა
მერაბიშვილი - საქართველოში ყველაფერი შეიცვალა - მომდევნო თვეებში უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის ქუჩის აქციებს ნახავთ
საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მერაბიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე "ახალგაზრდა ლიდერმა" შეცვალა, ქვეყანაში ვითარება შეიცვალა. როგორც მერაბიშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში საქართველოში ქუჩის აქციებიც დაიწყება. "საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურობდნენ, არ რეაგირებდნენ უკრაინის ომზეც კი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ძალიან ახალგაზრდა საინტერესო ადამიანებმა პროვოცირება გაუკეთეს ხელმძღვანელობის ვადამდელ გადარჩევას. პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი დამარცხდა... ახალგაზრდა ლიდერმა დაამარცხა მოქმედი თავმჯდომარე. თუ აკვირდებით ბოლო კვირებს, ყველაფერი ძალიან შეიცვალა. საქართველოში ძალიან ბევრი აქციები მიმდინარეობს. პარტია ვითარდება. წლების განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა იმას კი არა, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები არ განევითარებინათ. მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის ქუჩის აქციებს ნახავთ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)