2023-03-16 11:02:10, 1569 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს - დაკავებულია 6 ადამიანი
პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, დაკავებულია 6 ადამიანი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჯაშუშების ჯგუფს დივერსიის მოსაწყობად, პოლონეთში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
მათივე ცნობით, დაკავებულები აღმოსავლეთის საზღვრიდან შესული უცხოელები არიან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ.
"მათ სარკინიგზო მარშრუტებზე, სადაც მთავარ კვანძებზე დაამონტაჟეს ფარული კამერები, შემდეგ მონაცემებს ინტერნეტით გადასცემდნენ ქსელს. ამ გზით მათ მიიღეს ინფორმაცია მოძრაობისა და ტრანსპორტის შესახებ",- წერს მედია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,