17:59 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 10:44:51, 1747 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უკრაინაში რუსეთის შეტევის საერთო ტემპი შემცირდა

უკრაინაში რუსეთის ოპერაციების საერთო ტემპი, როგორც ჩანს, წინა კვირებთან შედარებით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ბოლო განახლებაში.

ISW-ის ცნობით, ტავრიისკის თავდაცვის ძალების უკრაინის ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ 15 მარტს განაცხადა, რომ თუ ადრე რუსები დღეში 90-დან 100 შეტევამდე ახორციელებდნენ, ბოლო ერთ კვირაში აღნიშნული მაჩვენებელი 20-დან 29-მდე შემცირდა.

დმიტრაშკოვსკი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ძალების შეტევითი პოტენციალის დაკარგვა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანმა დანაკარგმა განაპირობა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის შეტევების ტემპთან დაკავშირებით ოლექსი დმიტრაშკოვსკის განცხადებები ISW-ის ზოგად დაკვირვებას შეესაბამება.

როგორც "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" განახლებაშია ნათქვამი, რუსეთის შეტევითი ოპერაცია ლუგანსკის ოლქში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება, თუ ის ჯერ არ დასრულებულა. რუსებმა, გასული კვირის განმავლობაში, მხოლოდ მინიმალურ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს ლუგანსკში, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა, კონტრშეტევების განხორციელება და ტერიტორიის დაბრუნება აღნიშნულ ოლქში, სავარაუდოდ, ახლახან მოახერხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics