|
2023-03-15 13:56:54, 898 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები - პაპუაშვილი ვერ კითხულობს, რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და გახაზული მოვუტანეთ
ოპოზიციონერი დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი და პაატა მანჯგალაძე აცხადებენ, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონისა" და "სასამართლოს კანონის" შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტები ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის აპარატს შალვა პაპუაშვილისთვის გადასაცემად ჩააბარეს ვენეციის კომისიის დასკვნებში მარკერით მონიშნული მონაკვეთები, რომლებშიც კანონმდებლების თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის უარყოფითი პოზიცია ჩანს. "ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე თავად ვერ პოულობს და ვერ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, ან ის ადამიანები, რომლებსაც ამ დავალებას აძლევს, არიან არაკომპეტენტურები და ვერ მოუძებნეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც წერია რეალურად ვენეციის კომისიის დასკვნაში, დავეხმარებით მას და გავუხაზეთ მარკერით და აღვუნიშნეთ შინაარსი ამ დასკვნის. ეს არის ორი დასკვნა, რომელშიც არის შეფასებული "ოცნების" მიერ მომზადებული "დეოლიგარქიზაციის კანონი" და ასევე "ოცნების" მიერ მომზადებული "სასამართლოს კანონი". ორივე დასკვნა ამბობს, რომ ის, რაც ამ თვეების განმავლობაში ვითომ რომ მუშაობდა "ქართული ოცნება" და საზოგადოებას ატყუებდა, რომ რაღაცას წერდა, აი, ის რაღაც, რაც დაწერეს და გაგზავნეს ვენეციის კომისიაში, ორივე დასკვნაში ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით წერია, რომ ეს არ იქნება იმ მოთხოვნებისა და შინაარსის შესრულება, რომელიც არის 12 რეკომენდაცია. გამოსავალი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას დაანებოს თავი და აღიაროს სიმართლე... დასკვნების მიხედვით, ამ კანონების მიღების შემთხვევაში არათუ რეკომენდაციები არ სრულდება, არამედ კანონის დაცვასა და დემოკრატიას კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეექმნება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)