20:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 23:25:27, 1003 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - როცა გვქონდა მცდელობა საქართველო EU-სთან დაგვეახლოებინა, მთავრობის წევრები ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებდნენ

 როცა მცდელობა გვქონდა დაგვეახლოებინა საქართველო ევროკავშირისთვის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა აირჩიოს სწორი გზა ან აღარ მიეცემა საშუალება, რომ დადგეს ევროკავშირის გვერდით.

"4 წლის მერე, როცა მცდელობა გვქონდა დაგვეახლოებინა საქართველო ევროკავშირისთვის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ. 

გარდა ამისა, ჩვენ გვესმის მთავრობისგან გზავნილები, დავასრულებთ საზოგადოებასო. თქვენ გაქვთ ასოცირების ხელშეკრულება, თქვენ უნდა აკეთებდეთ ყველაფერს იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ამის მაგივრად თქვენ ჩვენი მიმართულებით ისვრით ქვებს. აიჩიეთ სწორი მხარე - ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ EU-ს გვერდით", - განაცხადა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics