03:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 23:06:44, 751 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი „ქართულ ოცნებას“ - თქვენი ნაბიჯები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რაც ხალხი მოითხოვს თქვენგან

თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან, - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, მმართველ პარტიას.

მისივე თქმით, ევროკავშირი არასდროს ჩაითრევს ომში საქართველოს, ვინაიდან მათ ახსოვთ 2008 წლის ომი და ის დანაკარგი, რაც იმ დროს ქვეყანამ განიცადა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  ყოველთვის მხარს დაუჭერს.

"მე მაქვს ორი შეტყობინება ქართველი ხალხის მიმართ: პირველი, ევროპარლამენტის წევრები ხედავენ თქვენს არჩევანს და პატივს სცემენ მას, თქვენ ძალიან თანმიმდევრულნი ხართ, როცა საქმე ეხება თქვენს მისწრაფებას ევროკავშირის წევრად ქცევის შესახებ, ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს. მეორე შეტყობინება კი არის ის, რომ ჩვენ არასდროს ჩაგითრევთ თქვენ არანაირ ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, გვახსოვს ისიც, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. შეტყობინება ქართველი პოლიტიკოსებისადმიც საკმაოდ ცალსახაა - უკრაინის ომმა გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა ქართველი ხალხისათვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან", - განაცხადა მარია კალიურანდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics