|
2023-03-14 18:56:58, 969 ნახვა
პოლიტიკა
ენმ EU-ს დროშის დაწვაზე - რუსული ოცნების დაჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილ დროშას კვლავ აღმართავს ქართველი ხალხი
ვგმობთ, ქართული ოცნების ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას. ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მმართველი პარტია პანიკაშია და დაწყებულია შეუქცევადი პროცესი და იმგვარი პროტესტით, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიხილეთ, ისინი ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რითაც თავს იმშვიდებენ. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. "ენმ გმობს ქართული ოცნების ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას. ეს არის რუსული ოცნების მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში ! ჩვენ, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი მომავლის გადასარჩენად საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო არ გარუსდება ! რუსული ოცნება პანიკაშია, მათ ვერტიკალში არის რღვევის შეუქცევადი პროცესი და ამ ვითომ ძალის დემონსტრირებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამშვიდებას. რუსული ოცნების დაჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილ დროშას კვლავ აღმართავს ქართველი ხალხი. საქართველოს ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი. ძალისა და ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ადამიანებს რომლის აქტიური პროტესტის შედეგად რუსულმა ოცნებამ უკან წაიღო რუსული კანონი. ქართველი ხალხი შეასრულებს ისტორიულ მისიას და საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, ერთიანი და მშვიდობიანი! ძალა ხალხშია, ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია !", - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)