|
2023-03-14 14:53:52, 737 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე EU-ს დროშის დაწვაზე - ძალადობრივ ჯგუფებს ხელს „ოცნება“ უწყობს
ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებსაც პარლამენტის წინ ვხედავთ, ხელს "ქართული ოცნება" უწყობს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას. როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალადობრივი ჯგუფების გზავნილები მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და რუსი პროპაგანდისტების განცხადებების იდენტურია. "ძალადობრივი ჯგუფები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტის წინ, ესენი არიან ადამიანები, ვისაც ხელს უწყობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი, როდესაც ჟურნალისტები დაარბიეს, მოკლეს ჟურნალისტი. ჩვენ გვახსოვს ასევე დროშის ჩამოხევა ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ, მაგრამ ამ ძალადობრივი ჯგუფების გზავნილები რუსული კანონმდებლობისა და ანტიდასავლური ისტერიის ფონზე, ერთიერთზე ემთხვევა უკვე "ქართული ოცნების", ღარიბაშვილის, კობახიძის გზავნილებს, ასევე სიმონიანის, პესკოვის, ლავროვის გზავნილებს. ამ ადამიანების ძალადობრივი მოწოდებების მიუხედავად და დროშის ჩამოხევის მიუხედავად, რაც არის ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება, საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა არის პროევროპელი. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. საქართველო მსოფლიოს დღის წესრიგში დაბრუნდა იმით, რომ მიუხედავად ოლიგარქიული გავლენებისა, არის პროევროპელი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, დღეს, 14 მარტს პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. „ალტ-ინფოს“ წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე ანტიდასავლური და ძალადობრივი განცხადებებიც გააკეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)