|
2023-03-13 22:20:54, 1643 ნახვა
კომენტარი
კალაძე ახალგაზრდა ფეხბურთელებს - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ითამაშოთ ფეხბურთი და წარმატებით წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა
ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენამდე 100 დღე დარჩა - საქართველო და რუმინეთი 21 ივნისიდან „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის მასპინძელ სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო, რომლებიც თბილისში - პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, ხოლო ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში განთავსდა. თბილისში მიმდინარე ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძე გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა, დავაანონსო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი, რომლის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ძალიან მეამაყება როგორც დედაქალაქის მერს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში გაიმართება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება. გარდა ამისა, ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, რომ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და რუმინეთში გაიმართება. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ფეხბურთი, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად უყვართ და ძალიან მსიამოვნებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს წარმატება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე და პროექტებზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ფეხბურთის განვითარებისთვის. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა და ნორჩ ფეხბურთელებს მიმართა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ითამაშოთ ფეხბურთი და წარმატებით წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოს გააცნოთ საქართველო, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, როგორც გითხარით, 100 დღე დარჩა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე. საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები და ამით ვიამაყოთ. ვაჩვენოთ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩემპიონატის ორგანიზატორებს, უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)