04:45 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 16:30:55, 741 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - მერაბიშვილის პოზიცია პარტიის პოზიცია არ არის

ვანო მერაბიშვილის პოზიცია არ არის პარტიის პოზიცია, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას.

როგორც წითლიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას აღნიშნა, ყოფილი მაღალჩინოსანი განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს.

"ვანო მერაბიშვილის პოზიცია არ არის პარტიის პოზიცია. პარტიას როდესაც დასჭირდება თვითონ გააკეთოს კონკრეტული განცხადებები, თვითონ გააკეთებს. მე მიკვირს, რატომ არის ამხელა ინტერესი, რას იტყვის ვანო მერაბიშვილი... ის არის ერთი კერძო პიროვნება და ის აკეთებს განცხადებას, როგორც ჩანს, თავისი სახელით. საინტერესო ის არ არის, რა თქვა მან, საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთავარი სამიზნე არის "რუსული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ყურადღების გადატანა სხვა თემებზე არ არის ახლა სწორი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ გავაათმაგოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი ვალდებულება, რაც აქვს ხელისუფლებას, შევასრულებინოთ, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... წარმოუდგენილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვინმემ მართოს არაფორმალურად. ამ პარტიის მართვა ერთადერთი ვისაც შეუძლია, ეს ადამიანი ახლა ზის ციხეში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიცით როგორიც არის", - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს თქვა, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება. მერაბიშვილის განცხადებით,  აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics