19:14 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 11:57:04, 1687 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ტერორის სინონიმი გახდა და დამარცხების მაგალითიც გახდება

რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართავში უკრაინის მიერ ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ გუშინ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უკრაინა ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით თავს დაიცავს.

„ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით - გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები - ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც მის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს.

გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics