|
2023-03-11 15:55:41, 1222 ნახვა
მსოფლიო
Reuters - კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტი აკრძალა
კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტი აკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, აკრძალვა მოიცავს ალუმინისა და ფოლადის პროდუქციას, როგორიც არის ალუმინის კონტეინერები და ფოლადის მილები. კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, შეზღუდოს მოსკოვის შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინაში ომი. „უკრაინას შეუძლია და მან უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. ჩვენ ვაგრძელეთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევწყვიტოთ ან შევზღუდოთ შემოსავალი, რომელიც გამოყენებულია უკრაინაში, პუტინის უკანონო და ბარბაროსული ინტერვენციის დასაფინანსებლად“,- განაცხადა ფრილენდმა. Reuters-ის ცნობითვე, კანადამდე, თებერვალში აშშ-მა რუსულ ალუმინზე 200%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო გასულ წელს ევროკავშირმა რუსული ფოლადის პროდუქტები სანქციების პაკეტში შეიტანა. გარდა ამისა, კანადას უკრაინაში ინტერვენციის გამო 1 600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქნციები აქვს დაწესებული.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)