|
2023-03-10 15:33:40, 1194 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი ხელისუფლებას - ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ქვეყანას ესკალაციამდე ნუ მიიყვანთ
თქვენ, მმართველმა ძალამ, მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო, ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი, რაც ახალგაზრდების დამსახურებაა. "გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი. ქართველმა ახალგაზრდობამ აიძულა და უკან დაახევინა ხელისუფლებას, მაგრამ დღესვე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მკაცრად დასჯიან იმ ადამიანებს, ვინც პროტესტი გამოხატა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა რუსული დიქტატურისგან. დასაჯეთ ამ კანონის ინიციატორები ივანიშვილი, კობახიძე და სხვანი! ბატონებო, თქვენ გსურთ საქართველოს გადამრჩენელი ახალგაზრდები გაასამართლოთ და დაიჭიროთ?! ნურას უკაცრავად, არ გამოგივათ! თქვენ, მმართველმა ძალამ მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო. ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე! ძალიან სწრაფად, მშვიდობიანად შეიცვლება ეს ავტორიტარული, რუსული აგენტებით სავსე რეჟიმი და პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ე.წ. გავრილოვის ღამის მშვიდობიანი აქციის დარბევისთვისაც. ხოლო, ის უკანონო ამნისტია, რომელიც კობახიძემ გააფორმა, გაუქმდება და ყველა პასუხს აგებს. ეს არ არის მუქარა - ეს დემოკრატიაა! შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)