|
2023-03-10 14:39:02, 1059 ნახვა
პოლიტიკა
IDFI - უწყებების გამჭვირვალობის გაუარესება აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2022 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია. ასევე, 2022 წელს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, საჯარო დაწესებულებათა უმრავლეს კატეგორიაში გაუარესდა, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები. აღსანიშნავია, რომ მათივე ცნობით, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში. გარდა ამისა, 2022 წელს 130 საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (95,36%) და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -(85,39%); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,31% შეადგინა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს, IDFI-ს სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ყველა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, შედეგად, სამინისტროების მაჩვენებელი მხოლოდ 0%-დან 40%-მდე მერყეობს. მათ შორის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო (0%); IDFI მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხის გაუარესების არსებული მასშტაბი აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)