|
2023-03-10 13:33:20, 1489 ნახვა
პოლიტიკა
„საზოგადოებამ დაინახა, ვინ არის უცხო ქვეყნის აგენტი“ - დიტო სამხარაძემ კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ამბობს, რომ "საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის აგენტი". დიტო სამხარაძის თქმით, კანონპროექტისთვის მეორე მოსმენაზე მხარის დაჭერა "ტექნიკური ხარვეზი" იყო, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა, ვინაიდან შუბლზე გამოსახულ ჯაშუშის ნიშნებს, "აგენტები ვერასდროს ჩამოირეცხავენ". ''კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ, ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა, საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!'' - წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)