19:16 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 01:55:33, 1687 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინის მორიგ დაბომბვას სამხედრო დანაშაული უწოდა

უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ალექსანდრე როდნიანსკიმ განუცხადა CNN-ს, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემები „საკმარისად კარგი“ არ არის რუსეთის  ჰიპერბგერით რაკეტა "კინჯალთან" გამკლავებისთვის.

"ისინი იყენებენ ჰიპერსონიულ რაკეტებს. ისინი იყენებენ იარაღების ახალ ტიპებს, ამოწმებენ, როგორ უმკლავდება მათ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები. სისტემები საკმარისად კარგად არ მუშაობს", - დასძინა ზელენსკის მრჩეველმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს ღამით უკრაინის დაბომბვას რუსეთისთვის სამხედრო დანაშაული უწოდა.

"დღეს ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე წუხელ განურჩეველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ. რუსეთის განზრახ დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის და ენერგეტიკულ ქსელზე არის ომის დანაშაული. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო ვალდებულებას, გავაგრძელოთ წინსვლა უკრაინის რეფორმებისკენ მის ევროპულ გზაზე", - დაწერა მან Twitter-ზე. .

რუსულმა რაკეტებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვერ ჩამოაგდეს ხუთშაბათს ღამით, სხვადასხვა რეგიონის ინფრასტრუქტურას მოხვდა და სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა მანამდე იტყობინება, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაში დღის განმავლობაში 84 რაკეტა გაისროლეს. განადგურდა 34 რაკეტა, კიდევ 8-მა ვერ მიაღწია მიზანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics