|
2023-03-09 18:53:43, 868 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ ძალადობის რომანტიზება მოახდინა
ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობის და ვიდეო დადო აღწერით - "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის უნდა ჰქონდეს პარლამენტს მიმართ, ვინაიდან ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია. "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობის, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო აღწერით - "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები". და ეს სირენები, შეგახსენებთ, იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი ამის რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის უნდა ჰქონდეს პარლამენტს მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა. იმის მიუხედავად, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ ამ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეო გააზიარა, სადაც მშვიდობიანი მომიტინგეები პოლიციის მანქანის სირენების ხმაზე ცეკვავენ და დაწერა, რომ "ახალგაზრდა თაობა მაგრები არიან".
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)