06:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 04:58:35, 888 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა შსს-ს მანქანა დემონსტრაციულად დაწვეს

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა დემონსტრაციულად დაწვეს, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა ცეცხლი წყლის ჭავლით ჩააქრო. 

ცეცხლის ჩაქრობის მიუხედავად, ავტომობილი კვლავ აალდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.

სულ ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები".

მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები ოპერის და ბალეტის თეატრამდე ჩაწია, ისინი უკან დაბრუნდნენ და აქციას "რუსთაველის თეატრის" ასევე სასტუმრო "თბილისი მერიოტის" წინ აგრძელებენ,  რუსთაველის გამზირზე დარბეულ დემონსტრანტებს, მოქალაქე ცხელ ჩაის ურიგებს.

მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. „შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics