21:51 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 03:00:02, 861 ნახვა

პოლიტიკა
რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი - მიიღეს ქართული ვარიანტი, რომელიც ამერიკულზე რბილია

რუსი პროპაგანდისტის "russia today"-ს მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც ამერიკულზე რბილია.

"რაში მდგომარეობს ქართული კანონის არსი, უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც იფეთქა ოპოზიციის პროტესტმა საქართველოში? მმართველი პარტია ორ ვარიანტს განიხილავდა, ე.წ. ქართულ ვარიანტს და ამერიკულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად იყო კოპირება ანალოგიური ამერიკული კანონმდებლობისა. შედეგად, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც სხვათა შორის, უფრო რბილია. არაკომერციული სუბიექტები და მედიის საშუალებები მიიღებენ უცხოური აგენტის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი იქნება უცხოეთიდან შემოსული. ასევე, ეს ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოელი აგენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები. ყოველ წელს, ისინი ვალდებული იქნებიან წარადგინონ ანგარიშები თავიანთ ხარჯებთან დაკავშირებით." - აცხადებს პროპაგანდისტი სიმონიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics