|
2023-03-08 11:57:10, 990 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყოდა
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვება გახდება მორიგი მარცხი რუსეთისთვის, რომელიც მართული კორუმპირებული ელიტების საშუალებით ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის გაკონტროლებას. „ერთი დროის ყოველ უკანონობას აქვს თავისი ზღვარი. ქართველი ხალხის გამარჯვება გახდება მორიგი მარცხი რუსეთისთვის, რომელიც მართული კორუმპირებული ელიტების საშუალებით ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის გაკონტროლებას. მანამდე იყო უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა ომობს, მოლდოვა ამ დრომდე საფრთხის წინაშეა. კრემლს უნდა წაართვან შესაძლებლობა, ჩაერიოს თავისი მეზობლების პოლიტიკაში, ხალხების უფლებაში, აირჩიონ თავიანთი მომავალი. უკრაინის თავდაცვის ძალები მას ამ შესაძლებლობას ფიზიკურად ართმევენ, რისთვისაც უზარმაზარ საფასურს იხდიან. დღეს ბახმუტთან უკრაინის გმირი დმიტრი კოცუბაილო (ლეგენდარული და ვინჩი) დაიღუპა, დაიღუპა მე-80 ბრიგადის მებრძოლი ანდრეი ლუკანიუკი. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ერები წაართმევენ კრემლს ამ შესაძლებლობას თავიანთი უძლეველობით, მტკიცე სურვილით, დაიცვან საკუთარი ნება და განახორციელონ ის. საქართველო იქნება თავისუფალი. ასევე იმედი მაქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, რომელიც ჩემთვის გახდა საქართველოში რუსეთის გავლენის დღევანდელი წინააღმდეგობის სიმბოლო“,- წერს არესტოვიჩი.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)