08:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 11:39:59, 787 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა კიდევ ერთხელ შეიყვანეს ისინი შეცდომაში

საზოგადოება მოატყუეს, რომ თითქოს დამთავრებული იყო კანონის მიღება. საზოგადოება მოატყუეს, რომ არავის არ ვუსმენდით. ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ არსებითად, პრინციპულად ყოველთვის ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არის ხოლმე, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როდესაც რაღაცას არ ვიზიარებთ, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები და იქაც გვაქვს ხოლმე არგუმენტები, მაგრამ პრინციპულად ჩვენ ვიზიარებთ ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნებს. აქედან ჩანს ის, თუ რამდენად სპეკულაციურია კანდიდატის სტატუსთან ამ კანონის დაკავშირებას. თავიდანვე ითქვა, რომ ჩვენ დოკუმენტს გავაგზავნიდით ვენეციის კომისიაში დაველოდებოდით სწორედ ამ ევროპული სტრუქტურის დასკვნას და ამის შემდეგ გაგრძელდებოდა ამ კანონპროექტის განხილვა მეორე და მერე მესამე მოსმენით, წინ არის კიდევ ორი მოსმენა. საზოგადოება მოატყუეს, რომ თითქოს დამთავრებული იყო კანონის მიღება. საზოგადოება მოატყუეს, რომ არავის არ ვუსმენდით. ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია. იყო ერთკვირიანი კამპანია, რომელიც გათვლილი იყო სწორედ ვნებათაღელვის გამოწვევაზე, თუმცა საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა კიდევ ერთხელ შეიყვანეს ისინი შეცდომაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics