08:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 22:30:13, 944 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონს

მადლობა ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა,

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია, გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა, საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე, სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე, რაც მარტივად დასრულდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით. თუმცა ხედავთ, არავინ ინტერესდებოდა ამ კანონპროექტის შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი ტყუილია და ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას.

სინამდვილეში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ესაა უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭირვალობა. ქართული კანონის ტანახმად უნდა შეიქმნას რეესტრს, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავალებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში.

კანონპოექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთის და აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი ის ისტერიკა, რომელითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა.

კანონპროექტის მიღებით ერთადერთი დაზარალებული მხარე არის რადიკალური ოპოზიცია.

ევროპა ნიშნავს სწორედ, რომ გამჭირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსებიბის დაცვით.

და ბოლოს, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლიბვ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებლივი დასკვნას სავარაუდოდ ივლისის პირველ ნახევარში მივიღებთ",- განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics