|
2023-03-07 15:26:55, 1045 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე იოსელიანზე - ოპოზიციის წარმომადგენელია, თუმცა ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნას ულოცავს და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ მხარდაჭერის გადაწყვეტილება მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მიიღო. როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელი იყო 90 ხმის მიღება, თუმცა კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. "მისი პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. თუმცა, ეს იყო კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, რადგან ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. თუმცა, ეს კომპრომისი იყო საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, სხვადასხვა თვალსაზრისით. მინდა ასევე გავამახვილო ყურადღება, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, სამწუხაროდ მხედველობაში არ მიიღო ამ კომპრომისის საჭიროება და მონაწილეობა არ მიიღეს დღევანდელ კენჭისყრაში. ეს მეტყველებს მათ ფარისევლობაზე. ეს ფარისევლობის გამოხატულებაა სწორედ ის, როცა ჩვენი გმირი პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს, ეკლესიას აგინებ. ლევან იოსელიანი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომლის გარშემოც იყო შესაძლებელი 90 ხმის შესრულება და ესეც იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ხაზს გავუსვა, რომ ამის მიუხედავად, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის მნიშვნელოვანი. მე ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ოპოზიციიდან ერთ-ერთმა კოლეგამ საპირისპირო მოსაზრება გამოხატა - მე ერთი რამე მინდა ვთქვა, მათ ლექსიკონში დამოუკიდებელი არის ჯაშუშის სინონიმი. თუ არ ხარ ჯაშუში, არ ხარ დამოუკიდებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იოსელიანს მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. კანონმდებლებმა სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩიეს.
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)