|
2023-03-07 12:22:39, 1042 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს
კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ინტერესია, იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. "ცალსახად, ეს კანონი დაფუძნებულია რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესია, იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ეს კანონი ამას არ ემსახურება, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი არჩევანია საქართველოსთვის და რაც მთავარია, ქართველი ხალხი არ ფიქრობს, რომ ეს სწორია საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლებაში, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ მათი პრიორიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით",- განაცხადა რობინსონმა. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)