|
2023-03-06 23:51:32, 1309 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც სახელმწიფოს ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, ჩვენ ვეკითხებით მათ თუ ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს
როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსში და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა გინდა, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ - ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პატიოსნად მოფიქრალ თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ამის საწინააღმდეგო ვერაფერი უნდა ქონდეს. „როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, უკაცრავად რომ ამის თქმაც კი მიწევს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა, რევოლუციურ სცენარში, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, კეთილშობილურ მიზნებს კი არა, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. ამის საწინააღმდეგო, პატიოსნად მოფიქრალ, თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ვერაფერი უნდა ქონდეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)