|
2023-03-06 14:25:00, 530 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ამ კანონპროექტზე ხმის მიცემა ყველას გადაწყვეტილი აქვს
ამ დარბაზში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ევროსაბჭოში საქართველოს და ამბობენ, იცით რა, მერე რა მოხდა, რომ ევროსაბჭოში ნეგატიური დასკვნა იყო ამ კანონპროექტზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება უკვე ყველას გადაწყვეტილი აქვს. ''მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გახლდით, ყველაფერი მოვისმინე აქამდე. მე მაქვს ორი კითხვა: პირველი - ფარას რომ ადარებთ, რომ თურმე ამერიკული კანონპროექტი ყოფილა და რუსული არა, მე მაინტერესებს, ფარაში შესწორებები, რომელიც შევიდა 1939 წლის შემდეგ. 1966 წელს შესწორება, რომელიც შევიდა ფარაში, ვინ იცის, ვის წაუკითხავს და პრინციპების დონეზე ვის განუხილავს?! არც არავის. ბატონო ანრი, თქვენ მინდა გკითხოთ,სანამ არ ამ კანონის დაინიცირება მოხდებოდა, რატომ არ შეხვდით შშმ პირებს? რატომ არ შეხვდით ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მუშაობდნენ?'' - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)